კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
აღმოაჩინეთ “გორი ინნ”
ინფორმაცია: საპრეზიდენტო აპარტამენტი, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს, მოიცავს სამ ოთახს. აქვს დიდი მისაღები ოთახი, ბარითა და ელექტრონული ბუხრით. ოთახში არსებული ყველა ალკოჰოლური სასმელი შედის ოთახის საფასურში. საძინებელში ერთი ორადგილიანი საწოლი და ცალკე გამოყოფილი აბაზანაა. მისაღებ ოთახს აქვს საკუთარი აბაზანა სტუმრებისთვის. აპარტამენტში შედის სარელაქსაციო ოთახიც, მასაჟის მაგიდითა და ორკაციანი ჯაკუზით. აპარტამენტის პანორამული აივნიდან იშლება ულამაზესი ხედები.
ინფორმაცია: ნომერი მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. ოთახში მეტი სიმყუდროვისთვის ერთი ორადგილიანი საწოლი და ავეჯი დაგხვდებათ. შეგიძლიათ, ისარგებლოთ დიდი აივნითაც, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და სასიამოვნო დრო გაატაროთ. სააბაზანო ყველა საჭირო ინვენტარისთან ერთად, აღჭურვილია ორკაციანი ჯაკუზითაც.
ინფორმაცია: საოჯახო ნომერი შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული ოთახისგან. ერთ ნომერში ერთი ორადგილიანი საწოლია განთავსებული, ხოლო მეორეში – ორი ერთადგილიანი საწოლი. ნომერში შესაძლებელია 3-4 ადამიანის განთავსება. ოთახს აქვს აივანიც, ულამაზესი ხედებით. ორივე სააბაზანო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ინფორმაცია: დელუქს ნომერში შედის ერთი საძინებელი და ერთი მისაღები ოთახი, სრულად ფუნქციური სამზარეულოთი. სივრცეში შესაძლებელია დამატებითი საწოლის ჩადგმაც. ოთახში დაგხვდებათ კომფორტული და ლამაზი ავეჯი. აივნიდან იშლება ეზოსა და ქალაქის ულამაზესი ხედი. სააბაზანო ყველა საჭირო ინვენტართან ერთად, აღჭურვილია ორკაციანი ჯაკუზითაც.
ინფორმაცია: ნათელი ნომერი დახვეწილი დიზაინითა და კომფორტული ატმოსფეროთი გამოირჩევა. ოთახში მეტი სიმყუდროვისთვის სამი კომფორტული, ერთადგილიანი საწოლი და ავეჯი დაგხვდებათ. ოთახი საკმაოდ დიდია და შესაძლებელია დამატებით საწოლის ჩადგმაც. თითოეული აივნიდან იშლება ულამაზესი ხედი ეზოსა და ქალაქზე. სააბაზანო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.