გორი ინნ: წარმატებული გასული წელი და 2024 წლის გეგმები - Gori Inn | სასტუმრო & რეზორტი
“გორი ინნ”-ის შესახებ

შეიტყვეთ ყველა სიახლე

gori inn

გორი ინნ: წარმატებული გასული წელი და 2024 წლის გეგმები

გორი ინნ-მა კარი სტუმრებს პირველად 2023 წელს გაუღო და მალე გორის უმთავრეს ტურისტულ ცენტრადაც იქცა. ამ წლის განმავლობაში სასტუმრო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა, თუ როგორ გაეხადა გორი დამსვენებლებისთვის საინტერესო ობიექტად. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებოდა და მასზე მოთხოვნა პირველივე წლიდან მაღალი იყო, მათ შორის ზამთრის სეზონშიც, რომელიც კურორტების უმრავლესობითვის პასიურ პერიოდად ითვლება.

Სასტუმროს ვიზიტორების უმრავლესობა თბილისიდანაა. ამის მიზეზი ნაწილობრივ მისი დედაქალაქთან სიახლოვეა – გორი ინნ თბილისიდან მხოლოდ 45 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ კომფორტს დამატებული ულამაზესი გარემო, მრავალფეროვანი სერვისი და უნიკალური შეთავაზებები არის ის რაც, აქცევს სასტუმროს უპირატეს ადგილად შაბათ-კვირის განტვირთვისთვის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გორი ინნ ყოველ შაბათს თითქმის სრულად სავსეა.

Გორი ინნ ხშირად მასპინძლობს სპორტულ ჯგუფებსა და კორპორატიულ ღონისძიებებსაც. Მისი თბილისთან სიახლოვე და გარემო, რომელიც სასიამოვნო დასვენებისთვისა და მუშაობისთვისაც არის მორგებული, აქცევს სასტუმროს მიმზიდველ დანიშნულების ადგილად კომპანიებისთვის.

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გასტრო-სივრცე “ცირკის” გახსნა იყო. ამ ადგილმა შესთავაზა სტუმრებს, როგორც დახვეწილი კულინარია, ისე ცოცხალი ლაივ შოუები ყოველ საღამოს. ცირკში, სტუმრებს შეუძლიათ ეზიარონ ქართულ კულტურას, როგორც კულინარიის, ისე ფოლკლორული და ეროვნული ცეკვების ნაწილში.

2024 წლისთვის გორი ინნ უცხოელ ტურისტებთან მეტ კავშირს გეგმავს, განსაკუთრებით პრიორიტეტული კი, აზიელი და ევროპელი ტურისტების მოზიდვაა. 2023 წლის შემოდგომას, ჩინუთში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღებამ ნათლად დაგვანახა ჩინელი ტურისტების მზარდი ინტერესი გორის მიმართ. Ჩვენც ვფიქრობთ, რომ გორი ინნ-სთვის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ რეგიონის ტურისტები დაიკავებენ. ამასთან ერთად, სასტუმრო გეგმავს მეტი ევროპელი ტურისტის მოზიდვასაც. გვსურს, რომ გორი მათთვის არა სატრანზიტო ქალაქი, არამედ დასარჩენი ადგილი გახდეს.

Გორი ინნ-სთვის პირველი წელი წარმატებული იყო. Ამ წელმა გაზარდა სასტუმროს მიმართ ინტერესი და მრავალ სტუმარსაც ღირსეულად უმასპინძლა. 2024 წლის დადგომასთან ერთად, ვგეგმავთ დიდი წვლილი შევიტანოთ გორის წარმოჩენაში გლობალური ტურიზმის რუკაზე. Განვაგრძობთ ვიყოთ ადგილი, სადაც ძვირფასი მოგონებები იქმნება.