4 აუცილებლად სანახავი ადგილი გორში - Gori Inn | სასტუმრო & რეზორტი
“გორი ინნ”-ის შესახებ

შეიტყვეთ ყველა სიახლე

gori inn

4 აუცილებლად სანახავი ადგილი გორში

Საქართველოს შუაგულში, თბილისის ახლობლად მდებარე გორი ერთ-ერთი ახალი, პოპულარული ტურისტული ქალაქია ქვეყანაში. ისტორიით მდიდარი ეს ქალაქი მოგზაურებს მოსალოდნელზე მეტს სთავაზობს. ცნობილი, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ბუნების პეიზაჟებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი გორი დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება ქართული სულით გაჯერებულ მიწაზე. ამ სტატიაში გაეცნობით 4 ლოკაციას, რომელიც გორში ვიზიტისას არ უნდა გამოტოვოთ. თითოეული მათგანი საქართველოს ისტორიულ წარსულში თავისებურ ხედვას გვთავაზობს.

Შეაბიჯეთ წარსულში სტალინის მუზეუმში შესვლით

Ბევრმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს გარეთ მცხოვრებმა ადამიანმა არ იცის, რომ მე-20 საუუნის ყველაზე ცნობილი დიქტატორი, იოსებ სტალინი გორშია დაბადებული და გაზრდილი. Სოსო (იოსებ) ჯუღაშვილი ღარიბ ოჯახში დაიბადა და მთელი ბავშვობა სწორედ გორში გაატარა. Მისი ბავშვობის კარგად შემონახული სახლი სახლი კვლავ დგას მისი სახელობის მუზეუმის გვერდით. Სტალინის მუზეუმი ყველაზე ხშირად ნახვადი მუზეუმია საქართველოში, რომელიც გვახედებს დიქტატორის ცხოვრების საწყისიდან მის დასასრულამდე საინტერესო მოვლენებს. საგანგებო გამოფენა ათვალიერებინებს სტუმრებს მის პირად ნივთებსა და ისტორიულ დოკუმენტებს. ეს მუზეუმი ჩაგახედებთ საბჭოური ისტორიის სიღრმეებში და გაგაცნობთ სტალინის როლს მის ფორმირებაში.

Შეავლეთ თვალი უძველეს დროს გორის ციხესთან

გორაკის თავზე მდგარი გორის ციხე უძველესი სიმაგრეა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ გორში სტუმრობისას. ეს ისტორიული ადგილი ჩვენს წინაშე ქალაქისა და გარსშემორტყმული ხეობის პანორამულ ხედებს შლის. ციხის ნანგრევები წარსულის ამბებს გვიყვება, გვიამბობს თუ როგორ იცავდნენ არქტიტექტურული ნაგებობები მოსახლეობას შუა საუკუნეების საქართველოში. გორის ციხე იდეალური ადგილია როგორც ფოტოგრაფებისთვის, ისე ისტორიის მოყვარულთათვის, რომელთაც ეს ლოკაცია მშვიდ თავშესაქცევსა და ულამაზეს ხედებს სთავაზობს.

ესტუმრეთ დიდი სამამულო ომის მუზეუმს

ქართველები მათ დამოუკიდებლობასა და კულტურულ იდენტობას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცავდნენ. როცა საქმე ომებს ეხება, გორის მკვიდრნი ფიქრობენ, რომ მეორე მსოფლიო ომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს მიერ გადახდენილ ბრძოლებს შორის. Მათ, ვისაც აინტერესებთ ამ ომის შესახებ ისტორიების მოსმენა და დანახვა, აუცილებლად უნდა გამოყონ დრო დიდი სამამულო ომის მუზეუმის დასათვალიერებლად. აქ ნახავთ თუ რა გავლენა მოახდინა მსოფლიო ომმა ადგილობრივებზე და თვალს მოავლებთ მათ პირად ნივთებს. Მუზეუმის კედელი გამოხატავს ქართველთა გმირობას, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ. ასევე, წააწყდებით მუზეუმის სექციას, რომელის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ასახავს.

დაასრულეთ მოგზაურობა გორი ინნ-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში

უმაღლესი სტანდარტების მქონე, 5-ვარკვლავიანი სასტუმრო გორი ინნ ქალაქის ერთ-ერთ სანახაობად თავად იქცა. Ჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ გირჩევთ სასტუმროში გემრიელად მიირთვათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, გაინებივროთ თავი დახურული აუზითა და სპით. Ბოლოს კი დღე დახვეწილ ღვინის მარანში ჭიქა “ბოლეროს” ღვინის დაგემოვნებით დაასრულოთ. ისტორიის მოყვარული ხარ, ბუნების მოტრფიალე, თუ უბრალოდ უნიკალურ სამოგზაურო გამოცდილებას ეძებ, გორი გაშლილი ხელებით შეგხვდება!

ცირკი

გორი ინნ-ის გვერდით გრანდიოზული რესტორანი “ცირკი” დგას. Რესტორანი ზუსტად იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე ნამდილი ცირკი ფუნქციონირებდა, სანამ 90-იან წლებში შენობა მთლიანად დაიწვებოდა. ცირკი ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის. Რესტორანი სტუმრებს ლაივ მუსიკასა და ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ყოველ საღამოს სთავაზობს. გართობის გარდა, ცირკი დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას გვიქმნის თავისი უგემრიელესი მენიუთი, რომელიც საქართველოს წამყვანი შეფების მიერ მზადდება.