მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, “გორი ინნ”-ის სპა ცენტრი იდეალური ადგილია.
Გორი ინნ – ის სპა მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაძლევთ, როგორც სხეულის, ისე სახის მოსავლელად.
შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის პილინგი, ან პრობლემებისა თუ კანის სტრუქტურის მიხედვით, სცადოთ თქვენთვის შესაფერისი ნიღაბი. ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი ლავანდის, რძისა და ღვინის თერაპიებია, რომლებსაც პროფესიონალები უწევენ რეკომენდაციას.
სპა პროცედურების გარდა, “გორი ინნ”-ში სოლარიუმსა და სხვადასხვა ტიპის მასაჟსაც გთავაზობენ. მას შემდეგ, რაც სპა პროცედურებს დაასრულებთ, შეგიძლიათ საუნაშიც განიტვირთოთ. სასტუმროში სამი ტიპის საუნაა: მშრალი, ორთქლის და ჰამამი, რომელიც ერთადერთი თურქული საუნაა გორში.