აირჩიეთ თქვენი ენა

New year eve gala dinner

  • საახალწლო გალა-ვახშამი

    17.12.25

    ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც მთელი წელი ველოდებით და გვინდა, რომ ემოციები, სითბო და საუკეთესო მოგონებები მოგვიტანოს. 

    თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს, როგორ  გაატარებ წლის ამ მთავარ საღამოს, 31 დეკემბერს, სასტუმრო „გორი ინნ“-ის გასტრო სივრცე „ცირკში“, საახალწლო გალა-ვახშამზე გიწვევთ. 

    ჩვენთან დაგხვდება განსაკუთრებული გარემო, სადაც ახალი წლის განწყობა ყველა დეტალში იგრძნობა.

    საახალწლო გალა-ვახშამი „ცირკში“ გამორჩეული სუფრით დაიწყება. სპეციალურად შერჩეული საახალწლო კერძები და დახვეწილი გემოები დიდხანს დაგამახსოვრდება.

    ბუნებრივია, არც ერთი დღესასწაული არ არსებობს მუსიკის გარეშე, სწორედ ამიტომ, ჩვენთან დაგხვდებიან ყველასთვის საყვარელი შემსრულებლები: ნატო გელაშვილი და ჭოხოები, ზუკა ხუციშვილი და ბენდი. ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, მონატრებული არტისტები, ნაცნობი მელოდიები და მხიარულება ზუსტად ისაა, რაც ამ ახალ წელს გამორჩეულად აქცევს. 

    31 დეკემბერი წლის ყველაზე ემოციური საღამოა, როცა იმედიანი განწყობით, შენს საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერი წლის დადგომას ელოდები.

    ჩვენთან უსაჩუქროდ არავინ დარჩება, რადგან საღამოს განმავლობაში სტუმრებს სიურპრიზებიც ელოდებათ. საახალწლო ღონისძიებას კი გაუძღვება ეკატერინე ამირეჯიბი, ენერგიული და თბილი წამყვანი, რომელიც განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებს.

    ამ ახალ წელს, “გორი ინნ”-ში ზუსტად ის ემოციები იტრიალებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაჰყვება ბედნიერ მოგონებად. 

     

    —---------------------------------

    ახალი წლის პროგრამა დეტალურად:

    კარის გახსნა: 21:00

    მომღერალი ანი როგავა - 21:30

    გათამაშება და საჩუქრები

    ქართული ცეკვები

    ნატო გელაშვილი და ჭოხოები - 23:30

    ზუკა ხუციშვილი & ბენდი