აირჩიეთ თქვენი ენა

რესტორანი

ცირკი რესტორანი “გორი ინნ”-თან 

 

რესტორანი ცირკი “გორი ინნ”-ის სავიზიტო ბარათია, რომელიც საუკეთესო ქართულ, ტრადიციულ კერძებსა და ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს. 

გორის ცენტრში მდებარე მყუდრო სივრცე იდეალურია მეგობრული სადილისთვის, მშვიდი საღამოებისა და გემრიელი კერძების გასინჯვისთვის. 

აქ დაგხვდებათ ქართული, ავთენტური კერძები, როგორიცაა ხინკალი და ხაჭაპური. ასევე, ცნობილი გორული კოტლეტი, ადგილობრივების საყვარელი გემო, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. 

გთავაზობთ ევროპული კერძების ფართო არჩევანსაც, მსუბუქ სალათებსა და სეზონურ არომატებს. ყველაფერი ადგილობრივი პროდუქტებითაა დამზადებული. 

სადილის იდეალური ფინალისთვის შეარჩიეთ ქართული ღვინო, კოქტეილები, ან სახლში დამზადებული ლიმონათი. 

დაგეგმილ ღონისძიებებზე “ცირკში” დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკა და ქართული ცეკვის პერფორმანსები, რომლებიც სადღესასწაულო და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს ქმნის.

გთავაზობთ პრივატულ ივენთებსაც, როგორიცაა დაბადების დღე, ქორწილი და კორპორატიული საღამოები. თითოეულ დეტალზე ვზრუნავთ თქვენი კომფორტისთვის. (წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია).

არ აქვს მნიშვნელობა, გორში მოგზაურობთ, თუ “გორი ინნ”-ში ისვენებთ, “ცირკი” იდეალური ადვილია ადგილობრივი გემოებით, განტვირთვისთვის შესაფერისი გარემოთი და დასამახსოვრებელი კერძებით. 

იხილეთ მენიუ

მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 591 080 880 

 

რესტორნის სოც. გვერდები: 

Facebook

Instagram